ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქეთში შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა

AutoSharing Option
თურქულ ენაზე გამოიცა შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც უკვე იყიდება ტრაბზონში.

ქართველი ფეხბურთელი "ტრაბზონსფორის" 90-იანი წლების ლეგენდად იქცა, ის ტყუპისცალ არჩილთან ერთად თამაშობდა ამ კლუბში. 1995/96 წლების სეზონში შოთამ 25 გოლის გატანა მოახერხა და მალევე მოიპოვა "ტრაბზონის" ფანების სიყვარული.

შეგახსენებთ, რომ არველაძე თურქულ კლუბში 1993-97 წლებში (წყვეტით) თამაშობდა. საერთო ჯამში, მან თურქეთის ჩემპიონატში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. 2015 წელს შოთა "ტრაბზონს" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, თუმცა ეს გამოცდილება მისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ასევე დაგაინტერესებთ