თურქეთში შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა

AutoSharing Option
თურქულ ენაზე გამოიცა შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც უკვე იყიდება ტრაბზონში.

ქართველი ფეხბურთელი "ტრაბზონსფორის" 90-იანი წლების ლეგენდად იქცა, ის ტყუპისცალ არჩილთან ერთად თამაშობდა ამ კლუბში. 1995/96 წლების სეზონში შოთამ 25 გოლის გატანა მოახერხა და მალევე მოიპოვა "ტრაბზონის" ფანების სიყვარული.

შეგახსენებთ, რომ არველაძე თურქულ კლუბში 1993-97 წლებში (წყვეტით) თამაშობდა. საერთო ჯამში, მან თურქეთის ჩემპიონატში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. 2015 წელს შოთა "ტრაბზონს" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, თუმცა ეს გამოცდილება მისთვის წარუმატებელი გამოდგა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტი სად გამოვიდოდაარ გეცკინოს სიმართლის
gela
22:52 21-03-2017
0
შოთა მაგარი ფეხბურთელი იყო და მჯერა წარმატებული მწვრთნელი იქნება.იმიტომ უთხრა ვარი რამდენიმე კლუბს,უკეთეს წინადადებას ელოდება ახალ სეზონიდან.წარმატებები შოთი.მოვა დრო და საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებ.ოგონ ჯერ არ გირს ამ უმადურების ხელში.
zura
20:41 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული