დავით ხოჭოლავა: "შახტართან" კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას გადაბირებით დონეცკის "შახტარია" დაინტერესებული, მისი ამჟამინდელი კლუბი კი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება.

"ჩერნომორეცს" ხოჭოლავასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება რომ სურს, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ბაბიჩმაც განაცხადა. მანვე იმ ხმებზე ისაუბრა, რომელიც ხოჭოლავას დონეცკის "შახტარში" შესაძლო გადასვლას უკავშირდება.

"ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლის თაობაზე. ასეთი ხმები მართლაც არსებობს, თუმცა თავად დავითი ამბობს, რომ ხელშეკრულება არავისთან გაუფორმებია. ჯერჯერობით ის ჩვენი ფეხბურთელია, კონტრაქტი კი ზაფხულში უმთავრდება. ვნახოთ, შესაძლოა, ნაკრებიდან მისი დაბრუნების შემდეგ რამე გაირკვეს. ერთმნიშვნელოვნად კი იმის თქმა შეიძლება, რომ კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა", - თქვა მწვრთნელმა.

"შახტარისგან" დაინტერესების შესახებ თავად ქართველმა ფეხბურთელმაც ისაუბრა:

"შახტართან" კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. "ჩერნომორეცთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე მაქვს და ამის გამო ჯერ არ მინდა, რაიმე ვარიანტი განვიხილო. ვნახოთ, რა იქნება სეზონის შემდეგ. "ჩერნომორეცი" ახალ კონტრაქტს მთავაზობს, მაგრამ კონკრეტულად არ გვისაუბრია. ალბათ,
მალე დავსხდებით და ახალ შეთანხმებაზე დავილაპარაკებთ".

24 წლის ქართველი მცველი მიმდინარე სეზონში ოდესური გუნდის დაცვის ხაზში უმთავრეს ფიგურად იქცა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში კი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა. ბოლო, 22-ე ტურში დავითმა კიევის "დინამოს" გაუტანა ("ჩერნომორეცმა" 1:2 წააგო), გამოცემა footboom.com-მა კი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

- [ლეგიონის უქმეები] ქვილითაია და ხოჭოლავა ნაკრებში გოლით მოდიან [VIDEO]

"ქართველმა უკანახაზელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სერბეთსა და ლატვიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, პირველი ტაიმი დაცვის ცენტრში გაატარა. შესვენების შემდეგ, როდესაც გუნდს დასჭირდა, დავითმა საყრდენის ზონაში აინაცვლა და მოედნის ცენტრში "მეზღვაურების" თამაში მნიშვნელოვნად გამოაკეთა. გოლიც სტანდარტის შემდეგ თავით გაიტანა, რითაც მატჩს ინტრიგა დაუბრუნა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული