თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. იგორ შალიმოვის თქმით, ქართველ ფეხბურთელს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" თამაშის მიწურულს მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება ოქრიაშვილს გამოჯანმრთელებისთვის. შეგახსენებთ, რომ ის თვის ბოლოს, სერბეთსა და ლატვიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა [VIDEO]
- Lenta.ru: თორნიკე ოქრიაშვილის "ტურის დრიბლინგი" და "ტურის ემშაკობა" [VIDEO]
- "მთავარია,
ჯვარედინი იოგების პრობლემა არ იყოს" - როგორია ოქრიაშვილის მდგომარეობა


თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ჩანს, რომ ფეხბურთელს ტრავმირებული ფეხი სპეციალური სახვევებით აქვს შეკრული და ეტლითა და ყავარჯნებით გადაადგილდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მალე გამოჯანმრთელდი,თოკო.
სოსო
22:13 15-03-2017
0
თამაშობდა გენკში
ბაჩო გ
21:42 15-03-2017
0

სიახლეები პოპულარული