[ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა

AutoSharing Option
13 მარტს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

ქართული დერბი შედგა რუსულ პრემიერლიგაში - საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" მიიღო.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი "რკინიგზელთა" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ბოლომდე ითამაშა, ხოლო მატჩი "კრასნოდარმა" მოიგო - 2:1.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი 89-ე წუთზე კოჭი იტკინა და თამაშის ჩამთავრება ვეღარ შეძლო. რამდენად სერიოზულია თორნიკე ტრავმა, უცნობია.

- ოქრიაშვილმა ულამაზესი დრიბლინგით "ლოკომოტივის" ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა [VIDEO]

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზაურ სვანაძის
გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" შინ 1:0 მოუგო "სუმგაითს". გამარჯვებულთა შორის ზურაბ ხიზანიშვილმა 90 წუთი დაყო მინდორზე.

იმავე პირველობაზე "ქიაფაზმა" საშინაო მატჩში 1:0 მოუგო "ზირას". წაგებულთა რიგებში გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" გასვლაზე 0:2 წააგო ირანულ "ესტეღლალთან". უზბეკური კლუბის რიგებში სრულად ითამაშა ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯამრთელებას გისურვებ თოკო! იმედია სერიოზული არაფერი იქნება.
gode
15:11 14-03-2017
0

სიახლეები პოპულარული