მასიმო კარერა: ანანიძე სწრაფია, ბურთი სულ ფეხზე "აქვს" და უფრო კრეატიულია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა "ანჟი" დაამარცხა (1:0), ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო და სწორედ ამის შემდეგ, 67-ე წუთზე გაიტანა "სპარტაკმა" გამარჯვების მომტანი გოლი. რამდენიმე რუსული სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ "სპარტაკი" მოედანზე სწორედ ჯანოს გამოჩენის შემდეგ "ათამაშდა".

- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ გუნდის თამაშს სიმწვავე პოპოვის ჯანოთი შეცვლის შემდეგ შეემატა?
- ჯანო განსხვავდება პოპოვისგან. ის სწრაფია, ბურთი კი გამუდმებით ფეხზე "აქვს". და კიდევ, ანანიძე
უფრო კრეატიულია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
tazo საიდან დაასკვენი რო არ ათამაშEბს?ტრავმა ქონდა და როგორ ეთამაშა?
ბაჩო გ
20:56 13-03-2017
0
შე ოჯახაშენებულო ამდენს თუ ხვდები ათამაშე კაცი:))
tazo
20:24 13-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული