[ლეგიონი] ჯაბა კანკავამ საგოლე პასი მიითვალა, "რეიმსი" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდმა "რეიმსმა" საფრანგეთის ლიგა 2-ის XXIX ტურის მატჩში "აიაჩოს" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ჯაბამ ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა.

რეიმსელებმა ანგარიში მე-15 წუთზე, სწორედ კანკავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გახსნეს, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ცნობისთვის, ეს მიმდინარე ჩემპიონატში ჯაბას პირველი საგოლე პასია.

ამ გამარჯვებით "რეიმსმა" 49 ქულა დააგროვა და ამჟამად სატურნირო ცხრილს "ბრესტთან" ერთად ლიდერობს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული