ლაშა დვალი: ჩემთვის მნიშვნელოვანი თამაშია და "შლიონსკში" გამიგეს

AutoSharing Option
პავლოდარის "ირტიშში" გადასულმა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პოლონური "შლიონსკის" 21 წლის მცველი "ირტიშში" ამ წლის ივნისამდე იჯარის წესით იქნება, რის შემდეგაც "შლიონსკში" დაბრუნდება.

- ლაშა დვალი ზაფხულამდე პავლოდარის "ირტიშში" ითამაშებს

"პავლოდარის "ირტიშის" ვარიანტი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. ეს საუკეთესო ვარიანტი იყო და სწორედ ამიტომ დავთანხმდი 3-თვიან იჯარას.

"შლიონსკში", როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე ყველა დანარჩენთან, კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ვუთხარი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და მათაც გამიგეს.

გეცოდინებათ, რომ "შლიონსკში" ლიმიტის
გამო ვეღარ ვთამაშობდი. როგორც ვიცი, ახალი სეზონიდან პოლონეთში ეს ლიმიტი იზრდება, ამიტომ დიდი შანსია უკან დავბრუნდე და ისევ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყო, როგორც ეს მწვრთნელის შეცვლასა და არაევროკავშირელი სერბი ნახევარმცველის მოყვანამდე იყო.

ვეცდები, ახალ კლუბში ადაპტაციის პერიოდი მალე გავიარო და მაქსიმალურად დავეხმარო მიზნის მიღწევაში", - გვითხრა დვალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული