ლაშა დვალი ზაფხულამდე პავლოდარის "ირტიშში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შლიონსკის" მცველი ლაშა დვალი კარიერას პავლოდარის "ირტიშში" გააგრძელებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, დვალმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ყაზახეთში ხვალ გაემგზავრება. 21 წლის მცველი "ირტიშში" ამ წლის ივნისამდე იჯარის წესით იქნება, რის შემდეგაც "შლიონსკში" დაბრუნდება.

დვალი "შლიონსკში" გასული წლის იანვარში გადაბარგდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდებოდა, თუმცა მას მერე, რომ პოლონურმა კლუბმა სერბი ნახევარმცველი შეიძინა, დვალს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. მიზეზი ისაა, რომ პოლონეთის ექსტრაკლასაში გუნდებს მოედანზე მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვთ, "შლიონსკს" კი ასეთი იაპონელი და
სერბი ფეხბურთელები ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი მაკედონიაში გადადის მეორე ლატვიაში... რა სად გადადიხართ საერთოდ?!
svan
22:02 03-03-2017
0

სიახლეები პოპულარული