ჯანო ანანიძემ ტრავმა მოიშუშა და "კრასნოდარის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოიშუშა ბოლო შეკრებაზე მიღებული მიკროტრავმა, რის გამოც ბოლო დროს გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ მოსკოვური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ამრიგად, ჯანო შეძლებს რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც "სპარტაკი" 5 მარტს სტუმრად "კრასნოდართან" გამართავს. მასიმო კარერას გუნდმა ესპანური შეკრება დაასრულა და პირდაპირ კრასნოდარში ჩაფრინდა.

"3 მარტს, 16:30 სთ-ზე "სპარტაკი" პირველ ვარჯიშს გეგმავს, რომელშიც 27 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება ჯანო ანანიძეც, რომელმაც მიკროტრავმა მოირჩინა", - ნათქვამია
საიტზე.

17 ტურის შემდეგ ჯანოს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობს და 5 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული