ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნორვეგიიდან აზერბაიჯანში - გიორგი გოროზიამ "სტაბეკი" "ზირაზე" გაცვალა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ კლუბი შეიცვალა. ნორვეგიული "სტაბეკიდან", სადაც ის სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ნამდვილად არ უჩიოდა, აზერბაიჯანულ "ზირაში" გადავიდა.

ამჟამად, "ზირა" მე-5 ადგილზეა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის გარდა, გოროზიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"