აქ ვუყვარვარ და პატივს მცემენ - მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
პლოცკის "ვისლას" ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 30 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც პოლონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამ წლის ივნისში ეწურებოდა, კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მერებაშვილმა კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რაც ყველაზე მთავარია, ხელმძღვანელობა დიდ პატივს მცემს, გვერდში მიდგას. თანაც, კარგ სეზონს ვატარებ და ჩემთვის უკეთესია, დავრჩე.

ასე თუ გავაგრძელე, ალბათ სხვა გუნდებიც დაინტერესდებიან ჩემით და უკეთესი წინადადების შემთხვევაში, კონტრაქტის თანახმად, "ვისლა" ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. მსურველმა გუნდმა ჩემში 100 000
ევრო უნდა გადაიხადოს.

ხელმძღვანელობის გარდა, გვერდში მიდგანან გულშემატკივრებიც. ეს ფეხბურთელს საკუთარი თავის წარმოჩენაში ყველაზე მეტად ეხმარება. მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ჩემთვის ეს სასიამოვნოა. მიხარია, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე", - გვითხრა მერებაშვილმა.

მერებაშვილი "ვისლაში" გასული წლის ივლისში ბერძნული "ლევადიაკოსიდან" გადავიდა. 15 ჩატარებულ მატჩში მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
gvian magram gaixsna bihi,henit dzmao aci vanis sulori tu dainteresdeba.
tamaziko
08:08 15-02-2017
0
წესით მუდმივად ნაკრებში უნდა იძახებდნენ
ნორმალური ქვეყანა რო იყოს
04:45 15-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული