ჯანო ანანიძე მუხლის ტრავმის გამო "სპარტაკი"-"რუბინის" მატჩში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძეს მუხლის ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ ითამაშებს დღეს გასამართ საკონტროლო შეხვედრაში, რომელშიც მისი გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" ესპანურ შეკრებაზე ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდება.

როგორც ირკვევა, ჯანომ მუხლი "ოსიეკთან" (1:1) ჩატარებულ წინა ტესტ-მატჩში იტკინა და მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არაა, "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება მაინც გადაწყვიტა.

უცნობია, "სპარტაკი"-"რუბინის" სპარინგში მონაწილეობას მიიღებს თუ არა ყაზანელთა მცველი საბა კვირკველია. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი "რუბინის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს და მჭედლიძე გადაბმულად მხოლოდ სამ ტურს თამაშობენ,დანარჩენ დროს ლაზარეთში ატარებენ.მსგავსი არაფერი მინახავს.
mancho
20:56 13-02-2017
0
დავინახე მოედანზე საბას ელაპარაკებოდა.არაფერი სერიოზული.ღვთის წყალობა
araferia
19:45 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული