[ლეგიონი] გიორგი აბურჯანიას დაწყებულმა იერიშმა "სევილია B"-ს ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი აბურჯანიას გუნდმა "სევილია ატლეტიკომ", რომელმაც 10 თებერვალს საკუთარ მოედანზე "ლუგო" მიიღო და ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, წაგებას გადაურჩა - 1:1.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა სათადარიგოთა შორის იყო, თამაშში კი 81-ე წუთიდან ჩაერთო. სწორედ მისი წამოწყებული შეტევისა და ფლანგზე გაკეთებული პასის შემდეგ შეძლეს სევილიელებმა გატანა და ქულის გადარჩენა.

მიმდინარე ჩემპიონატში აბურჯანიამ "სევილია B"-ს მაისურით სულ 7 მატჩში ითამაშა, მათგან ძირითადში - მხოლოდ ორში. გუნდი 25 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგისაგან გულშემატკივრებიც და ვაისიც, გაცილებით მეტს ველით.
სოსო
13:59 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული