ლაშა პარუნაშვილი: "ესბიერგის" სპორტული დირექტორი ისე მელაპარაკა, უარი ვეღარ ვუთხარი

AutoSharing Option
დანიურ "ესბიერგში", სადაც ცოტა ხნის წინ ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი ითამაშებს.

- დანიური "ესბიერგი" კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს იმატებს

23 წლის ნახევარმცველს, ვისაც თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გასული წლის მიწურულს ამოეწურა, პლოცკის "ვისლაში" ელოდნენ და ამის შესახებ პოლონური კლუბის პრეზიდენტმაც ისაუბრა, თუმცა მოულოდნელად, ლაშამ დანიას მიაშურა.

რატომ ჩაიშალა "ვისლაში" ტრანსფერი, რატომ გადავიდა "ესბიერგში" და როგორი კონტრაქტი აქვს ახალ კლუბთან, ამაზე პარუნაშვილმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- ტრანსფერამდე 2 დღით ადრე "ვისლას" დირექტორმა თქვა, პარუნაშვილის
ჩამოსვლას ველოდებითო. რა მოხდა,  რატომ აღარ ჩახვედი?
- "ვისლას" ტრანსფერი ძალიან გაიწელა. შემდეგ "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა დამირეკა, გიცნობ, ვიცი შენი თამაში, გვჭირდები და გვინდა, ჩვენთან გადმოხვიდეო...

ისე მელაპარაკა, უარი ვეღარ ვუთხარი. თან, ჩემი აზრით, ფეხბურთელი იქ უნდა მიდიოდეს, სადაც თამაშის საშუალება ექნება.

- ანუ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრები?
- ამის შანსი დიდია, ვინაიდან ჩემი პოზიციის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

- კლუბში სამი ქართველი იქნებით...
- დიახ და ეს ძალიან კარგია, წლები გავატარეთ ერთად და ეს ადაპტაციის გავლაში ძალიან დამეხმარება.

- სამედიცინო შემოწმებას როდის გაივლი?
- ხვალ უნდა ჩავიდე დანიაში და სამედიცინო შემოწმება გავიარო, ორშაბათს კი 2,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება.

- დანიის ჩემპიონატზე რა იცი?
- დანიის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, მატჩებსაც ვუყურე და საკმაოდ კარგი დონეა. ჩემპიონატს სათანადო ყურადღება ექცევა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი არით დანიაში ქართველი ფეხბურთელების გადინება არაა ცუდი ვარიანტი. კვიპროს.ყაზახეთს აზერბაიჯანს და ამნაირ ქვეყნებს ბევრად სჯობს. წარმატებები ყველას!
kika
17:27 10-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული