გიორგი ჭანტურია: ვერ გადმოვცემ, რა მძიმეა ცხოვრება ბურთისა და მოედნის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ეკატერინბურგის "ურალის" ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ რუსული კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

გიორგიმ მძიმე ტრავმა გასულ წელს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო. ქართველ ფეხბურთელს მუხლის მყესებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მაშინდელი პროგნოზით, ჭანტურიას რეაბილიტაციისთვის ნახევარი წელი დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც გიორგი აცხადებს, გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს...

- გიორგი, როგორ გრძნობ თავს ოპერაციის შემდეგ?
- გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ექიმმა და ფიზიოთერაპევტმა მითხრეს კიდეც, რომ ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ მუხლი სტაბილურადაა. ასე რომ, უკვე შემიძლია სირბილი და სიმძიმეებით
ზოგიერთი რთული სავარჯიშოს შესრულება. ყოველდღე 6-7 საათს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ, რათა უფრო სწრაფად დავბრუნდე, ვიდრე ვარაუდობდნენ.

- ფეხი როგორ გაქვს, ტკივილები კიდევ გაწუხებს?
- ფეხი კარგად მაქვს და აღარც ტკივილს ვგრძნობ.

Sportall.Ge

- გუნდს როდის შეუერთდები?
- გუნდს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდები, როდესაც 100%-ით მზად ვიქნები. არ მინდა გავრისკო, რადგან ქომაგის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მათთვის ხომ გოლები უნდა გავიტანო?!

- ემოციური თვალსაზრისით, მძიმეა ფეხბურთის გარეშე ცხოვრება?
- სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაოდენ მძიმეა ცხოვრება ბურთისა და საფეხბურთო მოედნის გარეშე. ამის დაძლევაში ძალიან მეხმარებიან ოჯახი და მეგობრები. მწამს ღმერთის და მჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი უკეთესად იქნება.

- როგორ გადაიტანე ის მომენტი, როდესაც დიაგნოზის შესახებ პირველად შეიტყვე და გააცნობიერე, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდებოდა?
- როდესაც ტრავმა მივიღე, არ მეგონა, თუ ოპერაცია და 6-7-თვიანი უქმობა მომიწევდა. მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი სამუშაო მაქვს, ეს ფეხბურთია და სპორტში ასეთები ხდება. მე კი არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც მსგავსი გადახდენია.

ახლა სიტყვას ვაძლევ საკუთარ თავს, რომ დაბრუნების შემდეგ უფრო ძლიერი და ეფექტური ვიქნები, ვიდრე უწინ ვიყავი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსეთის დონეზე რომ გაქაჩოს ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდება და გამოადგება კიდეც ნაკრებს... მონდომებული ჩანს,წონაშიც დაიკლო( სურათზე ასე ჩანს)და ვნახოთ.... წარმატებები!!!
zaza
17:47 03-02-2017
0
ამ კაცის ნათამაშები ფეხბურთის რა მოგახსენო? ორი დღე იყო ბარსელონაში და თავი შეუცვლელად წარმოიდგინა, ზოგი იტყვის პატარა იყოო, მაგრამ ხასიათის ეს თვისება მაინც შერჩა, ასე ჩანს გარედან, თუ გამოსწორდება ამ საკითხში შეიძლება რუსეთის დონეზე რაღაც გაქაჩოს...
GELA 2
14:28 03-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული