ანდრეას ბორნემანი: იმედია, ჰუფნაგელი "ნიურნბერგის" შეტევას გააძლიერებს

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდან" ერთი საფეხურით ქვემოთ, მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ნიურნბერგში" გადავიდა. ეს ტრადიციული კლუბი გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში მეათე ადგილზეა.

ამ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ნიურნბერგის" მმართველმა დირექტორმა ანდრეას ბორნემანმა.

"ლუკასი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და მისი მოსვლით ჩვენი გუნდის შემტევი პოტენციალი გაიზრდება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ის კარგად ჩაეწერება ჩვენს ანსამბლში და დაგვეხმარება იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში გვაქვს დასახული", - განაცხადა ბორნემანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული