ერთი საფეხურით დაბლა... ლუკას ჰუფნაგელი "ნიურნბერგში" ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ლუკას ჰუფნაგელი, ვინც კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ბუნდესლიგური "ფრაიბურგიდან" ერთი საფეხურით დაბლა, "ნიურნბერგში" გადავიდა.

ჩვენებურის ახალი გუნდი გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში მეათე ადგილზეა. ბავარიულ კლუბში ის იჯარით მივიდა.

"ძალიან მინდა, "ნიურნბერგში" მეტი სათამაშო დრო მქონდეს. ჩემი აზრით, ამ გუნდში გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო", - თქვა ჰუფნაგელმა, რომელიც ახალ კლუბში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული