ლეგიონის სამზადისი: ჯანოს გოლი, ქვილითაიას პასი [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესანიშნავი გოლი გაუტანა სლოვაკური "ჟილინას" დუბლშემადგენლობას. ჩვენებურმა თავი შეხვედრის 88-ე წუთზე გამოიჩინა, "სახალხო გუნდმა" კი 5:1 მოიგო. ჯანომ მეორე ტაიმში ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პიასტთან" მოგებული (2:1) ამხანაგური მატჩი შესანიშნავად ჩაატარა ვენის "რაპიდისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ. ის მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე და "რაპიდის" ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთში კი უშუალოდ ასისტენტად მოგვევლინა.

ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" "ზენიტთან" 0:2 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა 74-ე წუთამდე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მათე ცინცაძის "პოგონი" რუსულ "ურალს" დაუზავდა -
0:0. ცინცაძე პოლონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო. თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი 71-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული