ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჰოლანდიის თასი: გურამ კაშიამ გაიტანა, "ვიტესი" 1/2-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 იანვარს ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც არნემის "ვიტესმა" როტერდამის "ფეიენოორდს" უმასპინძლა. მატჩი არნემელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

"ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მატჩის 55-ე წუთზე კი ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. 6 წუთში "ვიტესმა" მეორეც გაიტანა და ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თასის ნახევარფინალში "ვიტესის" მეტოქე როტერდამის "სპარტა" იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ