SoccerNews.nl: შესაძლოა, ვან დენ ბრომი "ალკმაარში" შოთა არველაძემ ჩაანაცვლოს

AutoSharing Option
ჰოლანდიური "აზ ალკმაარის" თავკაც იონ ვან დენ ბრომს თელ ავივის "მაკაბიში" უკავშირებენ, რომელიც წლის დასაწყისში შოთა არველაძემ დატოვა.

უცნაურია, მაგრამ SoccerNews.nl-ის მიხედვით, არის იმის შანსი, რომ სწორედ შოთამ ჩაანაცვლოს ვან დენ ბრომი ჰოლანდიურ კლუბში. თავად ჰოლანდიელი ჯერჯერობით უარყოფს ებრაულ კლუბთან კავშირს, მან განაცხადა, რომ აზ-ს მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა ჰოლანდიური მედია ამას გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევს.

ჰოლანდიურმა საიტმა ვან დენ ბრომის სავარაუდო 10 შემცვლელი ჩამოწერა და შოთა არველაძე მათ შორის სიაში პირველ ნომრად შეიყვანა: "არველაძემ ბრწყინვალე დრო
გაატარა აზ-ში, როგორც ფეხბურთელის ასევე ასისტენტის როლში. როგორც "მაკაბის" მწვრთნელი ამ სეზონში ორჯერ გადაეყარა აზ-ს ევროპალიგაზე. ეს ერთგვარი როქი გამორიცხული სულაც არ არის".

შეგახსენებთ, რომ თურქული მედია არველაძეს სუპერლიგის კლუბ "ალანიას" მომავალ თავკაცად ასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული