ლეგიონი: ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ვალენსიენთან" შინ ქულები დაკარგა

AutoSharing Option
20 იანვარს საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავას გუნდმა "რეიმსმა", რომელიც 21-ე ტურის შეხვედრაში შინ "ვალანსიენს" უგოლოდ დაშორდა - 0:0.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

ქულების დაკარგვის გამო, "რეიმსმა" სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი დაკარგა. ახლა კანკავას გუნდს 34 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა და ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსან "ლანსს", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული