ლეგიონი: კახა ცხადაძის "ქაირათმა" გეგეჭკორისა და ლობჟანიძის "ორენბურგს" მოუგო

AutoSharing Option
19 იანვარს, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "ორენბურგთან" ჩაატარა, რომლის რიგებში ქართველმა ფეხბურთელებმა - ლევან გეგეჭკორმა და ელგუჯა ლობჟანიძემაც ითამაშეს.

მატჩი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გეგეჭკორი და ლობჟანიძე, რომლებიც მანამდე ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდნენ, რუსულ კლუბში დამკვიდრებას ცდილობენ.

"ქაირათთან" შეხვედრაში გეგეჭკორმა პირველი ტაიმში ითამაშა, ლობჟანიძე კი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, გააფორმებენ თუ არა ქართველი ფეხბურთელები "ორენბურგთან" კონტრაქტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული