ლუკა ზარანდია კარიერას პოლონურ "არკაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ლუკა ზარანდია კარიერას პოლონურ "არკაში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. 20 წლის ფეხბურთელმა "არკასთან" კონტრაქტი 2019 წლის ივნისადმე გააფორმა.

ზარანდიაზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა გააკეთა: "ზარანდიას დიდი ხანია ვაკვირდებით. მას აქვს პოტენციალი და მჯერა, საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს".

ზარანდია "არკას" დღესვე შეუერთდება, რომელიც ვლადისლავოვოში შეკრებაზე იმყოფება. "არკა" კი პოლონეთის ესქტრაკლასაში 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული