ლეგიონი: ჯაბა კანკავა და "რეიმსი" სტუმრად "ბურ ან ბრესთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
13 იანვარს საფრანგეთის ლიგა 2-ში XX ტურის მატჩები გაიმართა. სტუმრად "ბურ ან ბრესთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი".

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "რეიმსმა" გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა, პირველ ტაიმში კი კანკავას თანაგუნდელმა გაეტენ შარბონიემ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.

"რეიმსს" 20 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული