"სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი: ანანიძე ყოჩაღი და არაორდინარული ფეხბურთელია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგორ ტიტოვმა "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

"მასიმო კარერა როცა მოვიდა კლუბში, რამდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იყო საჭირო. მაგალითად, ჯანო ანანიძესთან. ძალიან კარგია, რომ მისი საკითხი დადებითად გადაწყდა - ჯანო ყოჩაღი და არაორდინარული ფეხბურთელია. ტრავმები როცა არ აწუხებს, ბრწყინვალეა.

სეზონის დაწყების წინ, ბოლოსწინა შეკრებაზე ჯანოსთან სერიოზული საუბარი შედგა - მან ყველაფერი სწორად გაიგო. თქვა, რომ მიუხედავად ტკივილებისა, მზად იყო შრომისთვის. ალენიჩევმა უთხრა: "შენზე იმედებს ვამყარებთ, ითამაშებ". და ჯანომაც
სეზონი კარგად დაიწყო: ჯერ კვიპროსში გაიტანა ულამაზესი გოლი, შემდეგ კი "არსენალთან" დუბლი გაიფორმა", - განაცხადა ტიტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული