Xsport.ua: დავით თარგამაძის შეძენა ლუგანსკის "ზორიას" სურს

AutoSharing Option
დავით თარგამაძემ კარიერა, შესაძლოა, ლუგანსკის "ზორიაში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული xsport.ua ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ზორია" კლუბიდან წასული ალექსანდრ კარავაევის შეცვლას სწორედ თარგამაძით გეგმავს, რომელსაც დონეცკის "შახტართან" კონტრაქტი 2016 წლის ბოლოს ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

ამჟამად 27 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოში ვარჯიშობს და მძიმე ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ცდილობს, ფორმა აღიდგინოს.

შეგახსენებთ, რომ დათოს ბოლო კლუბი უკრაინული "ოლეკსანდრია" იყო, სადაც იჯარით გამოდიოდა. ფეხბურთელმა სწორედ "ოლეკსანდრიაში", "გორნიაკთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოიტეხა ფეხი და ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდა ფეხბურთს. თარგამაძეს გუნდის დატოვება მოუხდა,
საიჯარო ხელშეკრულება კი, ბუნებრივია, აღარ გახანგრძლივდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული