იტალიურმა კლუბმა შესაძლოა ქართული ტანდემით შეუტიოს

AutoSharing Option
iltirreno-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ტუტოკუოიოს" ფორვარდის, ირაკლი შეყილაძის შეძენა სერია B-ს და ლეგა პროს გუნდებს სურთ (მათ შორის, "პიზას" და "სპეციას"), დიდი შანსია, 24 წლის ქართველი მაინც ტოსკანურ კლუბში დარჩეს.

შეყილაძეს ივნისში ეწურება კონტრაქტი "ტუტოკუოიოსთან", მისით დაინტერესებულ გუნდებს კი ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ "ტუტოკუოიოსთვის", რომელსაც ისედაც სურს გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნება და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება.

სამაგიეროდ, ძალაშია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ემპოლი" რომან ჭანტურიას "ტუტოკუიოში" გაანათხოვრებს, ეს უახლოეს ერთ კვირაში შეიძლება მოხდეს. ამის მერე კი "ტუტოკუოიო" ქართული ტანდემით შეუტევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული