ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

iltirreno: ლევან მჭედლიძე კვლავ საშიშ ფორვარდად რჩება

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა iltirreno-მ ლევან მჭედლიძე ყოფილ გუნდ "პალერმოსთან" მატჩში გარჯისთვის შეაქო. შეგახსენებთ, მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "ემპოლიმ" 1:0 იმარჯვა სიცილიურ გუნდზე.

ლეგიონის უქმეები: სერია A-ში ლევან მჭედლიძის კარიერაში პირველად...

მჭედლიძემ 6,5 ბალი დაიმსახურა: "ისეთი ბრწყინვალეც არ იყო, როგორც "კალიარისთან" შეხვედრაში, მაგრამ კვლავ საშიშ ფორვარდად რჩება. პერიოდულად აწუხებდა "როზანეროს" დაცვას. პენალტის ეპიზოდისას მაკარონე სწორედ მჭედლიძემ მოძებნა საჯარიმოში".

გამოცემა მწვრთნელ ჯოვანი მარტუშელოს აქებს, რომ მან თამაში "ვერტიკალურ" პასებზე ააგო საჯარიმოში, რომლის ადრესატიც ქართველი ფორვარდი იყო.