ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 კანდიდატი დარჩა

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15 თებერვალს "არენა 1"-ში გაიმართება, გუშინდელ დღემდე ორი კანდიდატურა ჰყავდა - ოთარ ხიზანეიშვილი და ირაკლი ხარჯევანიძე.

გუშინ, 12 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ირაკლი ხარჯევანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გაცნობებთ, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, დელეგატებს 15 თებერვალს ასარჩევად მხოლოდ 1 კანდიდატურაღა შემორჩათ.