ფუტსალი: საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა პლეი ოფში ცნობილია

AutoSharing Option
6 ივლისს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი გახდა.

პლეი ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს, ხოლო საპასუხოები 24-27 სექტემბერს გაიმართება.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დალაგდნენ:

ჩეხეთი-სერბეთი
საფრანგეთი-ხორვატია
რუმინეთი-საქართველო
უნგრეთი-პოლონეთი

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს მოიპოვებს.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 30 იანვარს დაიწყება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული