SBM LEAGUE 2016/17: 1/4 ფინალისტების ვინაობა ამჯერად სუპერლიგა B-ში გაირკვევა

AutoSharing Option
19 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. კალენდარული ტურის შეხვედრებს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ.

ვერცხლის ლიგის XI ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი საქართველოს ბანკი და ფაქტიურად გასავარდნად განწირული საქრუსენერგო დაუპირისპირდებიან, შეხვედრე 12:00 სთ-ზე დაიწყება.

საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად განაგრძობს ბრძოლას ელიტა ბურჯი, რომლის მეტოქეც კიდევ ერთი აუტსაიდერი აჭარა ჯგუფის გუნდი იქნება.

სატურნირო ცხრილში პოზიციების გამყარებას ეცდებიან ავერსი და ბანკი რესპუბლიკა. ამ ტურის წინ გუნდები 18-18 ქულით IV-V ადგილებს იყოფენ. ტური ევროპაბეთისა
და მინას დაპირისპირებით დასრულდება.

19.03.2017. ვერცხლის ლიგა. XI ტური
12:00 საქრუსენერგო - საქართველოს ბანკი
13:00 ელიტა ბურჯი - აჭარა ჯგუფი
14:00 ავერსი - ბანკი რესპუბლიკა
18:00 ევროპაბეთი - მინა

წრიული ეტაპის დასკვნითი, IX ტურის შეხვედრები გამართება სუპერლიგა B-ში, რის შემდეგაც გაირკვევა კიდეც, თუ რომელი გუნდები მოიპოვებენ მომდევნო ეტაპის საგზურს და როგორ დაწყვილდებიან ისინი 1/4 ფინალში.

წინა ტურში ზესტაფონში განცდილი მარცხის შემდეგ, ხასიათის გამოსწორებას ეცდებიან FUNDAY-ის ფეხბურთელები. გათამაშების ლიდერი სკ თელავს დაუპირისპირდება. თამამად შეიძლება ტურის ცენტრალური შეხვედრა ვუწოდოთ ევროკრედიტისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებას. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა თუ როგორ გაინაწილებენ ადგილებს ზედა ოთხეულის გუნდები.

"საუკეთესო რვიანი" დარჩენილი ორი შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ დაკომპლექტდება, რომელშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან. ვივუსი ფეროს ეთამაშება, ხოლო უნიკრედიტი ჯვაროსნები 2-თან გაარკვევს "წამსვლელ-დამრჩენის" ვინაობას. სათამაშო დღე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და უკვე სუპერლიგა C-ში "გადაბარგებული" ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდების დაპირისპირებით დასრულდება.

19.03.2017.სუპერლიგა B. IX ტური
15:00 Funday Ent - სკ თელავი
16:00 სკ ევროკრედიტი - FC UG
17:00 FC Vivus.ge - სკ ფერო (ზესტ)
19:00 სკ ჯვაროსნები 2 - Unicredit.ge
20:00 კსუ/CIU - ეთა

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული