ფუტსალის ლიგა: მფკ ტატიშვილი შეუჩერებელია

AutoSharing Option
3 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ზამთრის შესვენებით და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული პირველობა VI ტურის მატჩებით განახლდა.

პარასკევს გამართული სამივე დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა.

პირველები პარკეტზე ვიცე-ჩემპიონი, სტუ-თელასი და თბილისი ვარიორსი გავიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, "ენერგეტიკოსებმა" შეძლეს გამარჯვების მოპოვება და მიუხედავად ცუდი სტარტისა და ექვსი გაშვებული გოლისა, შეხვედრის მიმდინარეობისას საბოლოო შედეგი ერთხელაც არ დამდგარა კითხვის ნიშის ქვეშ - 9-6 თელასის სასარგებლოდ.

მოლოდინისამებრ, საკმაოდ დაძაბული გამოდგა მფკ თბილისისა და მფკ აფხაზეთის დაპირისპირება.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდიახლოს იყო წარმატებასთან, თუმცა უფრო მეტად კონცენტრირებულები აფხაზეთის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაც მოახერხეს - 8-6.

თბილისური სათამაშო დღე, ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, მფკ ტატიშვილი და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფი მფკ აგორა დაუპირისპირდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ გულშემატკივართა იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა და მიუხედავად რიგ ეპიზოდებში დაძაბული თამაშისა, საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი აღმოჩნდა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "მედიკოსებმა" უშანსოდ, 8-0 სძლიეს მეტოქეს და მიმდინარე სეზონში, პირველი და მტკივნეული მარცხი აგემეს, რითიც თავიანთი ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.

03.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VI ტური
მფკ სტუ-თელასი - მფკ თბილისი ვარიორსი 9-6 (5-2)
გოლები: 0:34’ ალფონსე ები (0-1), 01:08’ თოფურია (1-1), 04:55’ ალფონსე ები (1-2), 05:58’ ასათიანი (2-2), 07:20’ ცნობილაძე (3-2), 08:23’ კურბანოვი (4-2), 15:09’ თოფურია (5-2), 21:53’ თოფურია (6-2), 23:15’ ალფონსე ები (6-3), 30:54’ წვერავა (7-3), 31:50’ მერკვილაძე (8-3), 32:10’ ბერტრანი (8-4), 34:36’ გეგეშიძე (8-5), 38:45’ ასათიანი (9-5), 39:01’ ალფონსე ები (9-6)
გაფრთხილება: 22:20’/34:48’ კურატიშვილი (ვარ)
გაძევება: 34:48’ კურატიშვილი (ვარ)

მფკ თბილისი - მფკ აფხაზეთი6-8 (2-4)
გოლები:01:48’ კირთაძე (1-0), 05:21’ ახალაია (1-1), 10:08’ კორღალიძე (1-2), 12:23’ ნადირაძე (1-3), 16:13’ ღუდუშაური (2-3), 19:03’ ახალაია (2-4), 20:47’ კუხალეიშვილი (3-4), 23:33’ ქეშელაშვილი (3-5), 25:59’ ჯოხაძე (4-5), 29:16’ მარუაშვილი (5-5), 33:09’ კირთაძე (6-5), 35:48’ კორღალიძე (6-6), 36:47’ ჭანტურიძე (6-7), 38:26’ კვარაცხელია (6-8)
გაფრთხილება: 06:08’ ნადირაძე (აფხ), 10:40’ დარჩია (თბ), 13:33’ ხარაიშვილი (აფხ)

მფკ აგორა - მფკ ტატიშვილი 0-8 (0-3)
გოლები:01:42’ ზ.ლუკავა (0-1), 17:12’ ზ.ლუკავა (0-2), 19:30’ სიგუნავა (0-3), 21:33’ ჭანუყვაძე (0-4), 21:44’ სიგუნავა (0-5), 26:40’ კობაიძე (0-6), 27:36’ ჭანუყვაძე (0-7), 38:29’ კაკაბაძე (0-8)
გაფრთხილება: 18:33’ სიგუნავა (ტატ), 26:35’ ალავიძე (აგო), 32:19’ დაჩანიძე (აგო), 33:12’ ჭუმბურიძე (ტატ)

VI ტურის კიდევ ორი შეხვედრა, სამშაბათს, 7 თებერვალს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება. ბათუმური კლუბები საშინაო შეხვედრებს ტრადიციულად აჭარის დედაქალაქში ჩაატარებენ.

16:00 სთ-ზე მფკ დინამო ბათუმი, გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდება და ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბს, მათი მეტოქე სატურნირო ცხრილის მეზობელი, მფკ მგლები იქნება.

ორივე გუნდი მფკ აფხაზეთთან ერთად 4-4 ქულით 7-9 ადგილებს იყოფენ და შესაბამისად "ბათუმელი სტუდენტები" მასპინძლის ფაქტორის გამოყენებას მნიშვნელოვანი ქულების მოსაპოვებლად შეეცდებიან. შეხვედრა 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

07.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. VI ტური
16:00 მფკ დინამო (ბთ) - მფკ იბსუ
18:00 მფკ ბსუ (ბთ) - მფკ მგლები


ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" დასპორტულიჟურნალი "ათიანი".

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული