შეაფასეთ ვლადიმირ ვაისის პირველი წელი საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს მოლდოვასთან 2016 წლის ბოლო მატჩი გამართა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ჯვაროსნებმა" საჭირო გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და შეხვედრის 78-ე წუთზე მოლდოველებს გათანაბრების საშუალება მისცეს.

2016 წლის 14 მარტიდან დღემდე საქართველოს ნაკრებს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ჩვენს ნაკრებს თამაში აღარ უწევს, გვინდა მკითხველებს მივცეთ საშუალება, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასონ.

საერთო ჯამში, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა. ამ 8-დან "ჯვაროსნებმა" მხოლოდ ერთი
მოიგეს, 3 ფრე ითამაშეს და 4 წააგეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველი ამხანაგური მატჩი ვაისის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა 29 მარტს ყაზახეთთან გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

ამას მოჰყვა სამი ამხანაგური მატჩი სტუმრად. ავსტრიაში ჩვენი ნაკრები სლოვაკეთს შეხვდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ბუქარესტში რუმინეთს შევხვდით და ვაისის საქართველოში მუშაობის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ვიწვნიეთ - 1:5.

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

წარუმატებელ გამოსვლას მოჰყვა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სენსაციად შერაცხული მატჩი. ქართველებმა ხეტაფეში ესპანეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში მომდევნო შეხვედრებში აშკარად გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ აისახა შედეგში.

პირველ ოფიციალურ მატჩში მუნდიალი 2018-ის შესარჩევის ეტაპზე, ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

მორიგი ოფიციალური შეხვედრა ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან გამართა და მეტოქის ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ამას მოჰყვა კიდევ ერთი მატჩი მუნდიალის შესარჩევში. ამჟამად "ჯვაროსნები" უელსს ესტუმრნენ და შეიძლება ითქვას, მოგებას იმსახურებდნენ. საბოლოდ თამაში 1:1 დასრულდა და საქართველომ მუნდიალის შესარჩევის ჯგუფში პირველი ქულა აიღო.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

უელსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გულშემატკივრიდან დაწყებული და ფეხბურთელით დამთავრებული, ყველა შესარჩევის მომდევნო მატჩში მოლდოვასთან მოგებას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა და როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

ნაკრების გოლების სტატისტიკა ვაისის ხელმძვანელობის დროს ასე გამოიყურება -  8 ჩატარებულ შეხვედრაში ნაკრებმა 7 გოლი გაიტანა და 14 მიიღო.

გადავწყვიტეთ, შეფასებისთვის გამოვიყენოთ 5-ბალიანი სისტემა, რომელიც გამოკითხვის სახით ჩვენთან საიტზე იქნება წარმოდგენილი.

გამოკითხვაში მონაწილების მიღება შეგიძლიათ აქ - შეაფასეთ ვლადიმირ ვაისის პირველი წელი საქართველოს ნაკრებში 5-ბალიანი სისტემით
მკითხველის კომენტარები / 12 /
kobiaSvilma tkva pasuxismgeblobas me vigebo cxadaze rom gauSva xoda aigo pasuxismgebloba gaxades parlamentis cevri
შოთა გუგეშაშვილი
11:05 19-11-2016
0
ნუ გადამრევთ რას განიხილავთ საერთოთ და რაა შეფასება უნდა ამ ადამიანს.ფაქტი სახეზეა.გუნდს კარში შორიდან დარტყმას რომ არ დაავალებ რაზე უნდა ისაუბროს.იყო ნორმალური მწვრთნელი ცხადაძე რომელიც თამაშიდან თაიაშამდე გუნდს ამატებინებდა და გაუშვეს.შევარცხვენი თქვენი ფედერაცია.თქვენი ფეხბურთი და თქვენი ფედერაციის პრეზიდენტი.ნამუსი საერთოოდ არ გაქვთ ფედერაციის მაღალო ჩინოსნება.რისთვის ხართ მანდ ვითომ ფეხბურთის წინსვლისთვიის?ისე თქვენ რა გითხარით.იწყებდა ნაკრები ცხადაძესან ერთად წინსვლას და ვითომ რაღაცა ქენით გაუშვით.არ გიყვართ ფეხბურთი და ქვეყანა თქვენ.ფეხბურთი და ერთსულოვნება იყო ადრე.ვაი კობიაშვილი სირცხვილი შენ და შენს გუნდს ფედერაციაწი
ჯვარშე
10:24 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული