საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩისთვის მზადება არასრული გუნდით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ნოემბერს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულმა ნაკრებმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე შედგა.

ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კაკაბაძე, ჯაბა ლიპარტია და თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს დღეს, 8 ნოემბერს ჩაატარებენ. ნაკრები ორჯერად ვარჯიშს გეგმავს.

ჯანო ანანიძე თბილისში ტრავმირებული ჩამოვიდა და მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშაა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი
მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას.

მოლდოვასთან მატჩისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე მატჩს მოლდოვასთან 12 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მჭედლიდეს ქვილიტაიას დაყენება ჯობია ის უპრო მოქნილია და გოლის ალხოც აქვს
achi
15:19 08-11-2016
0
მჩედლიზეს
achi
15:17 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული