ჯანო ანანიძეს თეძოს კუნთის სპაზმი გამოუვლინდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ანანიძემ "ტომთან" (1:0) არ ითამაშა.

"ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც თეძოს კუნთის სპაზმი გამოავლინა.

შემოწმების შედეგებით, ანანიძე საქართველოს ნაკრებისკენ გაეშურა, სადაც გააგრძელებს მკურნალობის კურსს.

"სპარტაკის" სამედიცინო შტაბი ყოველდღე უკავშირდება ქართული მხარის ექიმებს სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად, როგორებიცაა ანანიძის ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება და დატვირთვების მოცულობა.

რეგლამენტის ნორმებისა და მოცემული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჯანო ანანიძის მონაწილეობის საკითხს მოლდოვასთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევ მატჩში კოლეგიალურად "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბები
ერთობლივად გადაწყვეტენ.

ამის შესახებ კლუბის ვებგვერდს "სპარტაკის" სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ვარტაპეტოვმა განუცხადა", - ნათქვამია "სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული