"გასახდელში ფეხბურთელებს ვკითხე, თუ რისთვის იძახებენ მათ საქართველოს ნაკრებში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქუთაისის "ტორპედოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

- საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
-  გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!

"ფეხბურთელებს გასახდელში ვკითხე, თუ რისთვის იძახებენ მათ საქართველოს ნაკრებში. ავუხსენი, რომ უპირველესად აქ უნდა გამოიჩინონ თავი, რის შემდეგაც მოხვდებიან ნაკრებში.

ვლადიმირ ვაისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას წლებია ვიცნობ. ვაისმა ნაკრებში "დინამოს" 5 ფეხბურთელი იხმო და ხუთივეზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. მათი სათამაშო
კონდიციები მომწონს, 7 დღე ჩვენთან ერთად კარგად ივარჯიშეს და დარჩენილ 10 დღეში ნაკრებთან კიდევ მოუმატებენ.

ვუყურე საქართველოს ნაკრების თამაშს უელსის წინააღმდეგ. საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილება დამრჩა თქვენს ნაკრებზე და მოლდოვასთანაც წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა გროზნიმ.

საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ შეიძლება მწვრთნელი რომლის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში 2015 წლის 24 იანვრიდან-2016 წლის 14 მაისამდე ჩატარებულ 39 თამაშიდან მოიგო მხოლოდ 4, ფრედ ითამაშა 13 და წააგო 22. და ასეთი მწვრთნელი ინიშნება დინამოს მთავარ მწვრთნელად???? და ჩვენ კიდევ შედეგს ველით??
ქართველი
17:09 04-11-2016
0
ჯიღაურს არცერთი ევროპული კლუბი არ ეხმაურება თუ იცით?
საბა
15:14 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული