ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანდრო კობახიძე: ნაკრებში ჩემს მომავალზე ვაისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა კაჭარავა, სანდრო კობახიძე და ლაშა დვალი
პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ირლანდია-უელსს სტუმრობდა. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ D ჯგუფის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ქულა აიღო (0:1 ირლანდიასთან, 1:1 უელსთან), თავად სანდროს კი მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ დუბლინური თამაშის მიწურულს, რამდენიმე წუთით მიეცა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
-fekhburthi/erovnuli-nakrebi/97098-irlandia-saqarthvelo-10-tradiciulad-qarthulad-videofotogalerea.html" target="_blank">- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

სანდრო კობახიძე "ვორსკლაში" აშკარად კარგი განწყობით ბრუნდება - მასთან სატელეფონო ინტერვიუ კლუბის პრესსამსახურმა ჩაწერა.

- სანდრო, ხმაზე გეტყობა, რომ კარგ ხასიათზე ხარ...
- დიახ, გამოიცანით! ეროვნულ გუნდში ყოველი გამოძახება ჩემთვის ნამდვილი ზეიმია. ჩემი აზრით, ორივე მატჩში, ირლანდიასთანაც და უელსთანაც, კარგად ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, ჩვენი გულშემატკივრებისგან სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე დადებითი გამოხმაურება იყო თამაშის საერთო სურათსა და ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

უელსი ძალიან მაღალი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ამ მატჩში არ მითამაშია. მინდა, უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდეს ხოლმე, რათა მოედანზე თავი სრულად წარმოვაჩინო, ირლანდიასთან ნათამაშებმა ბოლო ათმა წუთმაც კი, არ დაგიმალავთ და, ფრთები შემასხა.

- და ყველაფერი ხომ შენს ხელთაა!
- მართალია, ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ამჯერად პირადად არ მისაუბრა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან, ქვეყნის მთავარ გუნდში ჩემს მომავალთან დაკავშირებით. თუმცა ვგრძნობ, რომ კარტ-ბლანში მაქვს და მჭირდება მხოლოდ შრომა და კიდევ ერთხელ შრომა... სწორედ ამაზე ვიზრუნებ, როგორც კი პოლტავაში დავბრუნდები.

- როგორი ატმოსფეროა ამჟამად საქართველოს ნაკრებში?
- საქართველოს ნაკრები დღეს კვალიფიციური შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული, საერთო მიზნით გაერთიანებული კოლექტივია.

- კლუბში ალბათ უკვე გელოდებიან. მოგენატრნენ თანაგუნდელები?
- დიახ, "ვორსკლაში" ყოველთვის პოზიტივით ვბრუნდები ხოლმე. ამ გუნდში ძირითადის მოთამაშე ვარ, კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მწვრთნელთან, ისე ფეხბურთელებთან. ზღაპრულია ქალაქი.

სამი მარცხის შემდეგ, უახლოეს მატჩში მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ და გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციისთვის ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. და თან, განწყობის ამაღლება არც ჩვენ გვაწყენს.
ასევე დაგაინტერესებთ