ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოქრიაშვილი: ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა... წაგება არ შეიძლებოდა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრების კარში გოლი სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების დროს ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა, უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები... წაგება არ შეიძლებოდა.

მოხარული ვარ 1 ქულის მოპოვებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლო 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულას მაინც ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ასე
მოხდა, საქართველოში კი მოლდოვას წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ