ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, ჩვენი დროით 20:00-ზე, კარდიფში "კარდიფ სიტის" სტადიონზე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები უელსს ეთამაშება.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ.

ჩვენი ინფორმაციით, კარში გიორგი ლორია ჩადგება. დაცვის ოთხეული ასეთი იქნება - ოთარ კაკაბაძე და ზურაბ ცისკარიძე ფლანგებზე ითამაშებენ, ცენტრში - საბა კვირკველია და გურამ კაშია.

ნახევარცმველები თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და ბუბა დაუშვილი იქნებიან, ფორვარდად კი ვაისი დღესაც ლევან მჭედლიძეს დააყენებს.
ასევე დაგაინტერესებთ