ნიკა კვეკვესკირი: ევროპის ლიგაზე ვითამაშებ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი მაინც ნაკრებია

AutoSharing Option
ნიკა კვეკვესკირს ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 19 წლის ასაკიდან იწვევდნენ, მაგრამ რეალურად, თავის გამოჩენის შანსი კახა ცხადაძემ მისცა, როცა ეროვნულ გუნდში მიიწვია.

"გაბალას" ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისიც ენდობა, რაც შემთხვევითი არაა - აზერბაიჯანული პრემიერლიგის გუნდის ფეხბურთელი ნაკრებში ღირსეულად გამოჩნდა. ამავე დროს, 24 წლის ქართველის გუნდმა ევროპალიგის პლეი ოფში სლოვენიური "მარიბორი" დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თავად ნიკა კი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი და ერთ-ერთი ლიდერია.

ვაისმა ის ავსტრიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა, რაზეც ნიკამ კომენტარი გააკეთა:

"წლეულს ევროპის ლიგაზე ვითამაშებ
და ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა და კარგი შედეგია. თუმცა ჩემი კარიერის მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება.

უკვე თბილისში ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ მზადებას. წინ რთული მატჩია. სტადიონზე თქვენი ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გელოდებით ყველას", - მოგვიწოდებს კვეკვესკირი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"აფხაზეთელი მეგრელი" რას ნიშნავს??? ან ვინ გკითხა სადაურია????????? საქართველოს ნაკრების წევრია და ესეიგი ქართველია!
bacho-s
16:51 30-08-2016
0
is afxazeteli megrelia.is mshromelia da gulantebuli samshoblos mimart.venacvale nikas
bacho
14:32 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული