არც მჭედლიძე, არც ყენია... საქართველოს ნაკრებმა მზადება დანაკლისით დაიწყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 5 სექტემბერს ავსტრიასთან გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისმა გუშინ შეგირდები პირველად შეკრიბა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავარჯიშა.

ორი სამწუხარო ამბავია - ავსტრიასთან მატჩს ტრავმების გამო დააკლდებიან ჩეხური "სლავიას" ნახევარმცველი ლევან ყენია და იტალიური "ემპოლის" შემტევი ლევან მჭედლიძე. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მათ ნაცვლად ვაისი გუნდში არავის გამოიძახებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ასევე ტრავმის გამო, ნაკრებს ვენის "რაპიდში" გადასული გიორგი ქვილითაიაც დააკლდა. სამაგიეროდ, ვაისმა გამოიძახა ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი
დავით ხოჭოლავა
.

გუშინ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი მაკარიძეს, გიორგი ჭანტურიას, ჯანო ანანიძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს. ისინი ქვეყნის პირველ გუნდს მალე შეუერთდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე რატო არ მიზახებენ ნაკრებში?სახლში მეც ვზივარ გენიოსო
amera
18:41 30-08-2016
0
სახლში დამჯდარი ფეხბურთელებით რომ ვთამაშობთ იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.
gabo
16:28 30-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული