გურამ კაშია: წლის მანძილზე ორი მწვრთნელის შეცვლა რთული გადასატანია

AutoSharing Option
29 მარტს, საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ჯერ ძალიან ადრეა მწვრთნელის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბარი. ის ახლა იწყებს ნაკრების გაწვრთნას და ცვლილებებისთვის ძალიან დიდი დრო სჭირდება.

ზოგადად, თამაშს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში, პირველისგან განსხვავებით, მოვუკელით - პირველი ტაიმი ნამდვილად კარგი იყო.

ერთი წლის მანძილზე ორი მწვრთნელი
შევიცვალეთ და სისტემის შეცვლა ყოველთვის რთული გადასატანია. დრო დაგვჭირდება შესაგუებლად! დღევანდელმა თამაშმა კი ერთ დასკვნამდე მიგვიყვანა: ბევრი გვაქვს სამუშაო ფეხბურთელებს, ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში!

მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეროვნული ნაკრების თამაშს გულშემატკივარი მრავლად ესწრებოდეს. ბილეთის ფასზე ვერაფერს ვიტყვი. ფედერაცია უნდა ეცადოს, რაც შეიძლება იაფად გაყიდოს ბილეთები. მე არ ვმუშაობ ფედერაციაში და ვერ ვიტყვი, რა მდგომარეობაა ამ მხრივ, თუმცა ვიმეორებ - მაქვს სურვილი, ნაკრების თამაშს ბევრი ესწრებოდეს", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
chven gvaq survili itamashot pexburti
0
კარგით რა, კარგით რა! დავიღალეთ სტადიონზე სიარულით და უკან ბურთის გორაობების ყურებით. ცოტა რაღაცა ჟილკა, პრესინგი, გული, სული დაგვანახეთ და მერე გაივსება სტადიონი...
გიო
14:21 30-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული