საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.

შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა
ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
Dადიან
Emzar
18:01 30-03-2016
0
ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხბურთელის გარდა ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხბურთელის გარდა დანარჩენები
Emzar
18:01 30-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული