საქართველო VS ყაზახეთი - მატჩი N1, დღეს თამაშობს საქართველო!

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.

საქართველოს ნაკრები მომავალი შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელით ემზადებოდა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო თბილისი"), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბილისი"), ნიკა კაჭარავა ("როსტოვი", რუსეთი).

სამშობლოს არ ებუტებიან!
მატჩი ამხანაგურია, დატვირთვა კი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე რიგით სპარინგს და ამას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს...

ყაზახეთთან შეხვედრა სადებიუტო იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ვლადიმირ ვაისისთვის.

საქართველოს ნაკრებში არაერთი მწვრთნელი გვინახავს, მოსულიცა და წასულიც. იყო დრო, ნებისმიერ მათგანს დიდი იმედებით, გარდაუვალი ოპტიმიზმითა და აღტაცებით ვეგებებოდით ხოლმე...

დრომ ბევრი რამ შეცვალა, ჩვენი ოპტიმიზმი გაახუნა. მივხვდით, რომ საქმეს მხოლოდ მწვრთნელთა ცვლა არ შველის და არცერთ მათგანს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც აიქნევს და ნაკრები ეგრევე "გაფრინდება", და ეს მაშინ, როცა ქართული ფეხბურთის ფესვები ლპება.

ახლა ვაისის ჯერია. ჩვენი ოპტიმიზმი უკვე დიდი ხანია უსაზღვრო აღარ არის, მაგრამ სლოვაკს თავიდანვე ნუ გავწირავთ, მას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და იმის ღირსი ნაღდად არის, რომ მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სიტყვა "ღირსი" შემთხვევით არ გვიხსენებია. ვაისი სლოვაკურ ფეხბურთში ნამდვილი ლეგენდაა. მან პირველად ათამაშა სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯგუფში თვით იტალია ჩატოვა. საეჭვო რეპუტაციის სპეციალისტი ამას ვერ შეძლებდა.

სხვა საქმეა, რომ ვაისის მოსვლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაერთგვაროვან ვითარებაში მოხდა. საქართველოს ნაკრებს ჰყავდა მწვრთნელი. იმ მწვრთნელის ხელში ნაკრებს ჰქონდა კარგი და ცუდი მატჩები, მაგრამ ნაკრები იდგა პროგრესის გზაზე...

მერე მწვრთნელს კონტრაქტის პირობების გადახედვისკენ მიუთითეს. მწვრთნელმა რაღაც დათმო, მაგრამ ეს დათმობა საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს ის მწვრთნელი უმუშევარია. იმ მწვრთნელმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სოლიდური კომპენსაცია მიიღო...

მე მომწონდა კახა ცხადაძის მუშაობა, მისი ურთიერთობა ფეხბურთელებთან, მასმედიასთან, ქომაგთან. ეს ჩემი პირადი საქმეა და ამის გამო ქვას ვერავინ მესვრის. მე ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ფეხბურთელი ასევე ფიქრობს და ეს სავსებით ნორმალურია.

ბევრი გულშემატკივარი ასეც ფიქრობს - და რა დააშავა ვლადიმირ ვაისმა? ვაისი იქით იყოს და, საქართველომ რა დააშავა? საქართველოს ნაკრები არც ჩვენია, არც ფეხბურთის ფედერაციისა და არც რომელიმე მწვრთნელის - ის მთელი ქვეყნისაა. ის ერთნაირად ეკუთვნის მილიარდერსაც და იმ შეჭირვებულსაც, წელში მოხრილი მთელი დღე ნაგვის ურნაში რომ ეძებს ლუკმას...

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მივალ სტადიონზე და ვნახავ ფეხბურთელებს, რომლებიც მინდორზე არა კონკრეტული მწვრთნელისთვის, არამედ საქართველოსთვის იხარჯებიან; ვნახავ ცხადაძეს, ვინც ბოლომდე უქომაგებს ნაკრებს; ვნახავ გულშემატკივარს, რომელიც ხმის ჩახლეჩვამდე იყვირებს - "საქართველო".

სამშობლოს არ ებუტებიან და მას ვერც ჩვენ გავებუტებით. წავლენ მწვრთნელები, წავლენ ფეხბურთელები, წავალთ ჩვენც, საქართველო კი დარჩება, საქართველოს ნაკრებიც დარჩება და ის ისეთივე ძვირფასი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის, როგორიც ჩვენთვისაა...

დღეს თამაშობს საქართველო. და დღეს ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა გამოვჭედოთ ჩვენი გამარჯვება!

ფეხბურთელის ხვედრი
საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი კმაყოფილი იყო ცხადაძის მუშაობით. ეს ზუსტად ვიცი და ჩემი ცოდნაც რად უნდა - ამას ამბობდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პრესისა თუ ტელევიზიის მეშვეობით.

რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავია - როცა ფეხბურთელი მწვრთნელზე კარგს ამბობს და ზოგჯერ, მომავლის შიშით, ზედმეტიც მოსდის ხოლმე, მაგრამ მე მათ გამონათქვამებში სიყალბე არ შემიმჩნევია.

მწვრთნელი ძალიან უცნაურად და მოულოდნელად შეიცვალა. ამას არც ჩვენ ველოდით და არც ფეხბურთელები. ძნელია. ძალიან ძნელია, როცა დაწყებულ საქმეს შუა გზაზე გაწყვეტინებენ. არადა, ამის შეგრძნება ნამდვილად დაგვრჩა და, მით უმეტეს, ეს შეგრძნება დარჩებოდათ ფეხბურთელებსაც.

...მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ფეხბურთელის ხვედრიც. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, როგორი თვალითაც არ უნდა უყურებდეს მას ფეხბურთელი, ის ვალდებულია, თავისი საქმე აკეთოს. ეს აქსიომაა ნებისმიერ გუნდში და, მით უმეტეს, აქსიომა უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში - აქ ხომ საქმე ჩვენს ქვეყანასა და მის ინტერესებს ეხება.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, ყველა ფეხბურთელი დღეს გამარჯვების წყურვილით სავსე გავა მინდორზე და ისე შეასრულებს თავის საქმეს, როგორც ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ეკადრება.

დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს, დღეს სხვანაირად არ შეიძლება!

ქომაგი
ყაზახეთთან თამაში პირადად ვლადიმირ ვაისის მოთხოვნით გადაიტანეს "დინამო არენაზე". სლოვაკმა სწორად გათვალა. ჯერ ერთი, იქ უკეთესი მინდორია, ვიდრე "მიხეილ მესხზე". მეორეც, ვაისს სადებიუტო თამაშში ქომაგის განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი აქვს.

თამაშზე დასასწრები ბილეთი 5 ლარი ღირს. ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრს ძალიან უჭირს. სოციალურ ქსელში არაერთ კომენტარს წავაწყდი - ბილეთი ძალიან ძვირიაო. დღეს ჩვენთვის იაფი ბილეთი არ არსებობს. და მაინც:
ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ უფასო სანაკრებო მატჩი ნონსენსია. თუ ჩვენ ვითხოვთ, რომ საფეხბურთო ევროპას დავეწიოთ, მაშინ როგორმე უნდა გამოვნახოთ ეს 5 ლარი, მერე მეტიც, როცა შესარჩევი დაიწყება - 10, 15 ლარი...

რამდენ საშინაო მატჩს თამაშობს ეროვნული გუნდი შინ წელიწადში? მათი რაოდენობა ხუთს არ სცდება. წელიწადში 25 ლარი კი უნდა ვანაცვალოთ ფეხბურთს, მით უმეტეს, ჩვენ იმ ქვეყანას წარმოვადგენთ, რომლის მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი ბილეთების რიგში ღამეებს ათევდა და ძვირფას საათ-ჰალსტუხებს ვინ ჩივის, ახალ ავტოებსაც არ ინანებდა...

მაშინ ფეხბურთიც სხვა გვქონდა და ცხოვრების დონეც სულ სხვა იყო, მაგრამ მაინც. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიჭირვოთ, რათა ერთად გავიხაროთ.

დღეს სხვანაირად არ შეიძლება, დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მოიგებს ის
ხხხხხ
20:29 29-03-2016
0
"კარგად" წავაგებთ, პროგრესი აშკარა იქნება და იმედები გაჩნდება, შესარჩევში კი როგორც ყოველთვის პირველზე ან მეორეზე გავალთ... ბოლოდან!:)
0
ტიტანების ბრძოლა გველის)
Ajax
19:36 29-03-2016
0
19 წლამდელების ლინკი დადეთ თუ იცით ვინმემ
mohi
18:46 29-03-2016
0
hooo ertirogadis marto magaze agar mipiqria....ukacravad chemi optimizmis gamo....magram merera rom vergadis,aq imformaciaa mtavari...jurnalistiroxar wera da informaciis miwodenaa magati saqme tore rochamovlen espanetidan mere titonac mogviyvebian iqaur ambebs
0
თენგოს: მოდი მაშინ მე ასე ვიტყვი: ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დაგმოს ცხადაძის წასვლა, თუნდაც იმიტომ, რომ ხელშეკრულება ადამიანს არ იცავს ქვეყანაში, ნაკრების ბოლო დროინდელ მოფერიანებას რომ თავი დავანებოთ.
რაც შეეხება ხელფასს ის ისედაც გადასახდელი აქვს კომპენსაციიტ ფედერაციას და რაღა გამოვიდა?..
irakli Apkhaidze
14:14 29-03-2016
0
rato charchnen zmao?romougot berznebs da inglis espanetma tunichaaritamashes 4 qulagveqneba chvenc da rato charchnen?merovici da shenroici egbevrsarnishnavs,chvenaqdaweril komentarebs kide isevchvenvkitxulobt.turme vigacas uzbeketshi goligautania mteliststia miuzgvnes ki warmatebebi razea saubari yvela qartvels magram.me jurnalistebis ugulobaze maq da araprofesionalizmze saubari tore me sxvac bevriramevici da bevriramis azzecaravar
0
Rogorc gushin gaawames xalxi ukrainastan dgesac igives izaven,ase ROM jobia televiziit uyurot ro mixvdnen ro qomagi did rols tamashobs DA sxva dros cota ufro swrafad iazrovneben
patrioti
13:39 29-03-2016
0
666 რაარი დასაწერი ჯგუფში ჩარჩნენ ეს მატჩი მხოლოდ ფორმალობაა)) შენ ხომ იცი რაც მთავარია რომ თამაშობენ და სხვას რომც გააგებინო რა ტრანსლაცია არ არის არაფერი და დაწერე რა :დ რა ხეირი
_svani_
13:03 29-03-2016
0
ყველა პროგრესულად და სწორად მოაზროვნე გულშემატკივარი ცხადაძის გაშვებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, ვინც არა, იმან იხილოს ევრო-2016 მოთამაშე გუნდების მწვრთნელთა ხელფასი და ახსნას რატო უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ამ სიის ათეულში თუ მთავარი მწვრთნელი მე-3 ადგილზე მაინც ვერ გაიყვანდა გუნდს.
თენგო
12:57 29-03-2016
0
eg yvelaferi kargi magram ager 19 wlamdelebs dges gansakutrebuli matchiaqvt da rogorggoniat ase ganvitardeba pexburti roca er samxazian informaciasac arafers wert es sportuli jurnalistebi??tqvenrom mshral da arafrismtqmel informaciaswert amazemets prangebi bzgisbavshvebs rom ragbs sn pexburts atamashebrn magaze weren??4-5 saatshi tamashia da ertsaraferswert. ((((sircxvili
0
დღეს მხოლოდ გამარჯვების მოლოდინი მაქვს.

რაც შეეხება ბილეთების ფასს - იქნებ სამომავლოდ გამოიძებნოს საშუალება და თუნდაც ორი სექტორი უფასოდ დაეთმოს "შეჭირვებულ" გულშემატკივარს, რომელსაც იმ ხუთი ლარის გადახდაც არ შეუძლია.

ფეხბურთი ყველასია!
გუჯა კახაძე
11:54 29-03-2016
0
მშვენიერი სტატიაა...! #დღესთამაშობსსაქართველო!!!!!
_svani_
11:40 29-03-2016
0
მაგარი გუნდი გვყავს ძალიან, ორი სუპერ მეკარე, ძლიერი დაცვა, თამამი კანკავა და ნიჭიერი კვეკვესკირი, ტექნიკური შემტევები, ათლეტური თავდასხმა! მწვრთნელიც გამოცდილი და მაღალი დონისაა! მოვიგებთ, აუცილებლად!
Malkhaz
11:09 29-03-2016
0
მაგარი გუნდი გვყავს ძალიან, ორი სუპერ მეკარე, ძლიერი დაცვა, ამაყი კანკავა და ნიჭიერი კვეკვესკირი, შეტევა ტექნიკური და თავდასხმა ათლეტური! მწვრთნელიც გამოცდილი და მაღალი დონისაა. მოვიგებთ, აუცილებლად!
malkhaz bolkvadze
11:04 29-03-2016
0
უნდა გაივსოს დღეს სტადიონი ყველანი სტადიონზე! ძალიან ჭირდება ჩვენს გუნდს მხარდაჭერა ახალი შესარჩევის წინ თან წვრილთვალებს უნდა ვანახოთ თავისი საფეხბურთო ადგილი
ავთო
10:39 29-03-2016
0
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული