ლევან ყენია: ბურთის თრევის დრო აღარ არის, ძალიან მომწონს, რასაც ვაისი ითხოვს

AutoSharing Option
ლევან ყენია საქართველოს ნაკრებთან 29 მარტის თბილისური სპარინგისთვის ემზადება.

პრაღის "სლავიას" 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალი მწვრთნელის მოთხოვნებზე, საკლუბო ამბებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება...

- ახალ მწვრთნელთან შეგუების პროცესი საინტერესოცაა და ზოგჯერ ძნელიც. თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაისის მიერ მოთხოვნილ სისწრაფეებზე გადართვას მოახერხებთ?
- იცით, მე ასე ვიტყოდი: შეგვიძლია თუ არა, უნდა შევძლოთ და ახალი მწვრთნელის მოთხოვნები შევასრულოთ. ახლა ევროპაში სხვა სისწრაფეები და თამაშის დინამიკაა. ჩვენ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, და რა თქმა უნდა, გვინდა, სწორედ ევროპული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

- ერთია, რომ ვაისი აქცენტს სისწრაფეზე აკეთებს. მეორე მხრივ, საინტერესოა, ამის შესრულებას კონკრეტულად როგორ ითხოვს?
- გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! - ასეთია მისი მოთხოვნა. უნდა, რომ მაქსიმუმ ერთი-ორი შეხებით ვითამაშოთ და კართან სწრაფად მივიდეთ. აქცენტი აქვს გამართულ ტაქტიკაზე და ამაზე ცალკე სერიოზულად ვმუშაობთ.

მოკლედ, გველაპარაკება იმაზე, რაც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია. ესეც წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს.

- ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია და, თქვენი აზრით, ასეთი თამაში გამოგივათ? სისწრაფე ხომ ყოველთვის ჩვენი ნაკრების მინუსი იყო?
- ვცდილობთ, მოთხოვნებს ალღო ავუღოთ და იმედი მაქვს, თანამედროვე ფეხბურთს ვითამაშებთ. დროც არის, ამ მოთხოვნებს შევეჩვიოთ. იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო სწრაფად
თამაშობს და ბურთის თრევის დრო აღარ არის.

პირადად მე ასეთი ფეხბურთი მომწონს. დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებიც იმავეს ფიქრობენ, რადგან უმრავლესობა საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობს და ჩვენგან არავის ესწავლება, მსოფლიო ფეხბურთში რა ტენდენციებია.

- ტემპი გასაგებია. პირველი ვარჯიშებიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ვაისი როგორი მწვრთნელია - ფრთხილი თუ რისკიანი?
- რაც დავინახე, შემიძლია დავასკვნა, რომ უყვარს ტექნიკური ფეხბურთელები და შეტევა. მე მასთან მუშაობა მომწონს.

- ისევე, როგორც თქვენ, ვაისმაც იცის გერმანული და რუსული. რომელ ენაზე გელაპარაკებათ?
- დიახ, გერმანული იცის, მაგრამ ნაკრების უფრო ბევრმა წევრმა რუსული ვიცით და ამიტომ ამ ენაზე გველაპარაკება. ენობრივი ბარიერი ნამდვილად არ შექმნილა.

- მეორე წელიწადია, პრაღის "სლავიაში" ხართ. გრძნობთ, რომ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ სასურველ ფორმაში შეხვედით?
- ჩეხეთში რაც გადავედი, მას შემდეგ ბევრად უკეთესად ვარ. ფიზიკურ კონდიციებს არ ვუჩივი და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. ახლა მზად ვარ, სრულად დავიტვირთო, 90 წუთი ვითამაშო და სხვა ფეხბურთელებს კონკურენცია გავუწიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვა ძლივს არ აგიარეს რო ნელები არიან:). ამას 20 წელი დასჭირდა. სანამ აგიარებენ რომ ფიზიკა არ უვარგათ და აუცილებელია ამაზე მუშაობა გავა კიდე ოცი წელი. მერე ეთამაშეთ რობოტებს მაგ თქვენი ლოგიკით და სწრაფი პასებით. მე პირადად უკვე არ მაინტერესებს რას იზამთ.
vato
12:44 27-03-2016
0

gia
26 მარტი 2016 13:46
ნაკრებში ოკუპანტების ენაზე ლაპარაკი სირცხვილია.ეს იგივეა რუსეტის ნაკრებში კარტულად რო იბაზრონ ხო სასაცილო იკნება?
რაებს ლაპარაკობ , რა მენტალიტეტი , რა მსოფლმხედველობა , რა დემიკრატია ... საერტოდ , რა გინდა დზამიკო ?
სად ერეკლე და სად ტეკლე ? რუსულად რომ არ ილაოარაკებ , ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქნები მაგით თუ ბერი თევდორე ?
gerchi
00:51 27-03-2016
0
რა კითხვაა რა ენაზე გელაპარაკებათო? მეტი კითხვა ფეხბურთზე ვერ მოიფიქრეთ? ის გეკითხა ჯობდა ერთი კლუბებში თუ დასეირნობთ და სიგარეტს თუ ეწევითთქო
0
იქნება ვინმემ ამიხსნათ ქართული ფეხბურთის რეალობაში რას ქვია ბურთის თრევა და კიდევ,დამისახელეთ დღევანდელი ქართველი ფეხბურთელებიდან ვინაა ბურთის ე.წ. მთრეველი სანაკრებო დონეზე.
sake
21:02 26-03-2016
0
ბატონო გუჯა,როგორც თქვენ ამბობთ მთელი წინა თაობის საქართველოს ნაკრები გიცნობთ,ამბობდით,რომ კალაძეს და კობიაშვილს ეხმარებოდით ფიზიკურ მომზადებაში და აქამდე როგორ ერთი ქართული კლუბი აღარ დაინტერესდა თქვენით?
zura
20:05 26-03-2016
0
ბატონო გუჯა კახაძე გია გეგუჩაძემ უპასუხა მაგ კითხვას *დაიწყოს სადმე კლუბში მუშაობა და გვანახოს შედეგი,სხვანაირად ჩემთვის დაუჯერებელია რასაც გუჯა კახაძე იძახისო და ნაკრებში ეკსპერიმენტების დრო არ მაქვსო*
0
vaxvax-ს! ჩემ მეთოდს ვერაფერს უწუნებენ და როდესაც ვკითხულობ, მაშინ რატომ არ იყენებენ, არ მპასუხობენ.
გუჯა კახაძე
17:52 26-03-2016
0
- რას ქვია.. ბურთის თრევა? ვინ ათრევდა საქართველოს ნაკრებში ბურთს? გვყავს ჩვენ ასეთი ფეხბურთელი ვისაც ბურთის თრევა შეუძლია? იაროს რა ბურთი ,ცოტა მაინც.. მოტყუებაზე აღარაა ლაპარაკი. ბურთის თრევს ცოდნა უნდა... თან დიდხანს რომ ბურთი არ ათრიო კაცი უნდა გაგეხსნას. ამას სირბილი უნდა. გვყავს ჩვენ მორბენალი და ტექნიკური ფეხბურთელები? ჩვენი საფირმო ნიშანია უკან პასი და ზანტი, უგულო თამაში. გული უნდა ფეხბურთს გულიო - ანდრომ თაქვა ჟორდანიამ. სხვანაირად არაფერი გამოვა.
valxtagi
16:19 26-03-2016
0
kaci iyav kacuri da sadac ginda iq iloce-o.aseanatqvami da martalicaa.rashuashia rusuli da arabuli?putinis da hitleris sn stalinis ena xomaraa,gamomividnen cotne dadianebi.samshoblo giyvardet,sindisi gawuxebdet da namusi da moyvasi giyvardet da komunikacia raenZe shedgeba ramnishvneliaq.P.S.saubrobda sichinava qartulad da ra mere????
0
მეგობარო დღეს დროა ისეთი ყველაფერ რუსულს თუ არ აგინე და ლანძღე სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხავენ...))
qutaiseli-s
15:01 26-03-2016
0
რა ოკუპანტების ენა. რუსულად ყოველდღე უწევს საუბარი უამრავ ექიმს, იურისტს , ტაქსისტს და თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს . მაშინ ავკრძალოთ და დავხვრიტოთ ვინც რუსული ერთი სიტყვა მაინც იცის.
gela
14:34 26-03-2016
0
კვლავ იგივე დაიწყო, საბჭოთა რეჯიმის დამთავრების მერე ყველამ ერთხმად დაიწყო რომ დღესო ტეხნიკის დრო არ არისო საჭიროაო რომ ბურთი სწრაფად მოვიშოროთო ვითომცო მაშინ ესეიგი იმ დროს თვით ბრაზილიამაც უარი თქვაო ბურთის თრევაზეო და ასე გავანადგურეთ ქართული ტეხნიკა როდესაც ერთ კაცსაც კი ვერ ვატყუებდით და ერთ სწორ პასსაც კი ვერ ვაკეთებდით. მასთან ერთადაც ქარტული ფეხბურთი. მერე როცა ბარსელონამ და მასთან ერთად ესპანეთის ნაკრებმა შოუ შემოგვთავაზეს და ყველაფერი მოიგეს ტეხნიკის ხარჯზე აზრზე მოვედით რომ ტეხნიკა და შოუ უმთავრესაი რო იყო ფეხბურთსი და დავიწყეთ ტეხნიკაზე მუშაობა და ტითქოს ცხადაზემ დააგვიბრუნა ცოტათი რწმენა. მაგრამ ქართულმა ბოღმამ და შუღლმა გააკეთა თავისი საქმე და აი კვლავ დაიწყო უაზრო ლაპარაკი და ერთი შეხებით ვითომდა თამაში. გარწმუნებთ რომ საქართველო კარგავს სულ მცირე 20 წელს კიდევ
gaga
14:29 26-03-2016
0
ენგურჰესის მიცემა შეიძლება 45 წლით და მთელი ენერგეტიკული სპექტრის მათ ხელში ყოფნა და საუბარი არა ხო.დდ კაი რა რუსულად კიარა თუ უნდა თურქულად და სპარსულსად ისაუბროს ოღონდ შედეგი იყოსდა.
qutaiseli
14:16 26-03-2016
0
ნაკრებში ოკუპანტების ენაზე ლაპარაკი სირცხვილია.ეს იგივეა რუსეტის ნაკრებში კარტულად რო იბაზრონ ხო სასაცილო იკნება?
0
ბატონო გუჯა,გთხოვთ აგვიხსნათ,რატომ არ ინტერესდებიან თქვენი მეთოდით,რას უწუნებენ,ან თქვენ ან ვინმე სხვამ ერთხელ მაინც გააკეთოს ანალიზი და გააცნოს სპეციალისტებს,ხალხს,ძალიან საინტერესოა
vaxvax
13:08 26-03-2016
0
საინტერესოა, ბ-ნი ვაისი როგორ აპირებს სისწრაფეების გაზრდას, ან ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელები იგივე მოთხოვნას თუ აყენებდნენ?
გუჯა კახაძე
12:32 26-03-2016
0
სიახლეები პოპულარული