ვლადიმირ ვაისი: ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი

AutoSharing Option
23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ღია ვარჯიში გამართა. თბილისის ზღვაზე მდებარე სკ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ვარჯიში, რომელშიც 19 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, ერთ საათს გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა საბა კვერკველია, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ამ ეტაპისთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ვლადიმირ ვაისი დღეს საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს დაესწრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი
მწვრთნელი ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალიდან სრული შემადგენლობით, ყოველდღიურად ორჯერადად ივარჯიშებს.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

"ჩანს, რომ ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი. რაც შეიძლება მალე უნდა ვცადოთ ძალები საერთაშორისო დონეზე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საწვრთნელო პროცესით, ბიჭები ძალ-ღონეს არ იშურებენ.

შესაძლოა, ახალი მწვრთნელი მათ ახალ იმპულსს აძლევს, ასე არაერთხელ მომხდარა ფეხბურთში. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ თამაშის მოდელსა და სისტემაზე", - განაცხადა ვაისმა.

მანვე მეკარეების შესახებაც ისაუბრა:

"ორი თანაბარი დონის მეკარე გვყავს. ორივეს მიეცემა შანსი, ალბათ, თითო ტაიმს ითამაშებენ ყაზახეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გადავწყვეტ - ყოველთვის არსებობს პირველი მეკარე, ეს საჭიროა თავდაჯერებულობისთვის. ყველაფერი ვარჯიშებსა და თამაშზე გადაწყდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

ლექსო ნაბახტეველი
სპეციალურად საიტისთვის
მთავარია ბოლოს ისე არ მოგვივიდეს რომ ვთქვათ უის გავეყარე და ვაისს შვეყარეო
გელა
21:26 23-03-2016
0
ლუკა კინაღამ ცრემლები მომადგა :დ კაი კომენტარია იქნება გვეშველოს რამე
dato
20:53 23-03-2016
0
ვაის, დაელაპარაკე ბიჭებს და იქნებ ფეხბურთს ახალი თვალით შეხედონ. იქნებ ფეხბურთს ისეთი თვალით შეხედონ როგორც ახლად შეყვარებული უყურებს იმ ადამიანს, რომელსაც შეყვარებამდე გულგრილად უყურებდა. იქნებ ძველ ფეხბურთელებში ახალი სიცოცხლე ჩაბერო. იქნებ ახალი და კოსმიური ცნობიერების კარიბჭე გაუხსნა. იქნებ ამოვიდნენ ფსიქოლოგიური ორმოდან და ახედონ ზეცაში ვარსკვლავებს და შეეცადონ მათ მოწყვეტას. იქნებ საკუთარ თავში დღემდე დამალული ცოდნა და ენერგია აღმოაჩინონ და გააკვირვონ საკუთარი თავი. იქნებ "მე" გვერდზე გადადონ და ერთი ცოცხალი ორგანიზმივით გავიდნენ მოედანზე, რომელსაც თერთმეტი სხეული აქვს მაგრამ ერთი გონება და ერთი მეობა. როცა ყველა ერთსულოვანი იქნება იქ საერთო ინტერესი გახდება ერთადერთი ინტერესი. გუნდში ჰარმონია და წონასწორობა დაიმკვიდრებს, რაც წარმატების საწინდარი გახდება.
ლუკა
18:29 23-03-2016
0
სიახლეები პოპულარული