დღეიდან საქართველოს ნაკრები და ვლადიმირ ვაისი მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
დღეიდან, 22 მარტიდან, საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს.

სპარინგი სადებიუტოა ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელისთვის, სლოვაკი ვლადიმირ ვაისისთვის.

მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება (დასაწყისი 21 საათზე). ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" იცხოვრებს.

ვაისის განკარგულებაშია 20 ფეხბურთელი, რომლებსაც რამდენიმე მოთამაშე დაემატებათ საქართველო-სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის (23 მარტი) შემდეგ.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები:
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ალექსანდრე
ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე - დინამო თბ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ნიკა ძალამიძე (რიზესფორი, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
თამაშის სტილი მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს ნაკრებმა,კარგია რომ შემადგენლობა თითქმის იგივეა თუმცა სელექცია უნდა გაგრძელდეს,ნაკრებმი როგორც ცხადაძის დროს ისევ ბურთის დაჭერას უნდა შეეცადოს ყველა თამაშში.
bebeto
16:57 23-03-2016
0
... წერია სიაში 5 დინამოს ფეხბურთელი ჯიღაური,ქვილითაია ლობჯანიძე,ამისულაშვილი,ცინცაძე,კაკაბაძე U21 4 დინამოელი დინამოს საწილაღმდეგო არრაფერი მაქვს, მაგრამკლუბის ინტერესების გამო ნაკრებში არ უნდა ჩაწყო საკმედა გაუმზადო ადგილები ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელების გამოძახებაც შეიძლებოდა რომლებიც შედარებით უფრო მაღალ დონეზე არიან მარა 1 უნდიდან 5 ფეხბურთელი კლუბიდან რომელიც დაბალ დონეზე თამაშობს ნაკრებში ამდენი ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახო 1 ან 2 შეიძლება მაგრამ ნახევარი ნაკრები დინამოა და არაა დინამო ჯერ ჯერობით იმ დონის გუნდი და არც იმ დონის ფეხბურთელები ჰყავს ,რომ ნაკრების ბირთვი შეკრა ამ კლუბიდან ეს უფრო პირად ინტერესებს ემსახურება და არაა ნაკრების
Giorgi
16:21 22-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული