ლევან ყენია: სუარესმა პირდაპირ მითხრა, ვაისი ძალიან ძლიერიაო...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თაობაზე აზრის გამოთქმა ეროვნული გუნდის 25 წლის ნახევარმცველ ლევან ყენიას ვთხოვეთ.

ყენია ჩეხურ "სლავიაში" თამაშობს. ჩეხეთი და სლოვაკეთი ადრე ერთი ქვეყნის ნაწილები იყვნენ და მათი საფეხბურთო ფილოსოფიაც არ არის შორს ერთმანეთისგან, თუ არ ჩავთლით სხვა კავშირებს.

საინტერესოა, რას ამბობენ ჩეხეთში სლოვაკ მწვრთნელზე...

- ჩეხეთში ვლადიმირ ვაისს ძალიან კარგი სახელი აქვს. აქაურ საფეხბურთო სამყაროში მას ყველა იცნობს და აფასებს. გარდა ამისა, ჩემს მეგობარ ბრუნო სუარესს ავარჯიშებდა "ქაირათში".

- ცხადია, მასაც დაეკითხებოდით აზრს ჩვენი ახალი მწვრთნელის თაობაზე...
- რა თქმა უნდა?! სუარესმა პირდაპირ მითხრა, ვლადიმირ ვაისი ძალიან ძლიერი სპეციალისტიაო.

- "სლავიაში" თუ მოვიდა შეტყობინება ეროვნულ ნაკრებში თქვენი გამოძახების თაობაზე?
- კი, მოვიდა და მოუთმენლად ველოდები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს.

- რას ფიქრობთ ამ თამაშზე?
- სიმართლე გითხრათ, ყაზახეთის ნაკრების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ერთი რამ ფაქტია - ეს თამაში მოსაგებია.

- მერე გაცილებით სოლიდური სპარინგები გველის, მათ შორის - ესპანეთთან...
- ესპანელებთან მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება ძალების შესამოწმებლად. თან ეს ბოლო ამხანაგური იქნება შესარჩევი ციკლის დაწყების წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გამოჩნდება.
bleidi.
02:11 24-03-2016
0
მიუხედავად იმისა მისმა მეგობარმა სუარესმა რა უთხრა ყენია არ არის სანაკრებო დონის!
gareji
19:09 19-03-2016
0
ვინ სუარესი უნდა ყოფილიყო? :))))) ნახევარი სამხრეთ ამერიკა ან სუარესია, ან ლოპესი, ან გონზალეზი.
odala
17:45 19-03-2016
0
ვინმე ბრუნო სუარესის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია:))):)))))
გიორგი
15:11 19-03-2016
0
vin suaresma???egre mecvicnob lionshi sarkozis mara sokos yidis..vin suaresma utxra???vitom intrigas wert da bodavt rasac hqvia
0
სტატიის სათაურშივე მიუთითეთ რომელმა სუარესმა!
ყველგან რო მაიუმუნობაა!
14:36 19-03-2016
0
კი ზის:)ტუ ტრამვა არააქვს.ტან კარგად აწვდი კუტხუებს ჯარიმებს პასებსაც ანაწილებს მაგრამ სამწუხაროდ ხშირად აქვს ტრამვა.დზნელია ასტ დროს ფორმაში შეხვიდე მაგრა ლევანი მაინც ახერხებ კარგ ტამაშს
lasha
12:58 19-03-2016
0
გუნდში ძირითადში ზიიის??
მართლა არ ვიცი.
avtor
12:14 19-03-2016
0
სიახლეები პოპულარული