ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს "ბასას" ნაცვლად თბილისის ზღვაზე მოამზადებს

AutoSharing Option
"ლელო" ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ყაზახეთთან გასამართავი თბილისური ამხანაგური მატჩისთვის "ბასაზე" არ მოემზადებოდა. ახლა კი, ასევე სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავწეროთ, რომ თუ სასწაული არ მოხდა, ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ხსენებული სპარინგისთვის გუნდს თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე შეკრებს და იქვე მოამზადებს.

16 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ ბაზის მფლობელებთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და, დიდი ალბათობით, წარმატებით დასრულდება.

სანამ "ზესტაფონის" ბაზაზე ვრცლად ვიტყოდეთ, ის ვთქვათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ბასაზე"
მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ჩანაფიქრის მიხედვით, იქ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მათ შორის, იგეგმება სამედიცინო ცენტრის შექმნა და ისიც, რომ "ბასა" ძირითადად საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს დაეთმობა. მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში გიამბობთ...

რაც შეეხება "ზესტაფონის" ბაზას, იქ არის ორი, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივსაფარიანი სავარჯიშო მოედანი. როგორც გავიგეთ, დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.

ამ ბოლო დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხშირად ქირაობს ინფრასტრუქტურას "ზესტაფონისგან". სწორედ მის განკარგულებაშია ზესტაფონის მთავარი სპორტული არენა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 28 მარტს უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლებს...

"ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე კი თბილისში მიმდინარე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის სამი მონაწილე (რუსეთი, თურქეთი და ბოსნია) ვარჯიშობს. მეტიც - "ზესტაფონის" მესვეურებთან შეთანხმებით, რუსეთის გუნდმა აქ ერთკვირიანი წინასაელიტრაუნდო შეკრებაც მოაწყო. როგორც შევიტყვეთ, რუსეთის 17-წლამდელთა მწვრთნელი სერგეი მატვეევი ერთობ კმაყოფილი ყოფილა ბალახის საფარის მდგომარეობით.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს "დინამო არენაზე" დაუხვდება. ეს ნაკრების ახალი თავკაცის ინიციატივაა. მანამდე ეს სპარინგი "მიხეილ მესხზე" იყო დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Rac zesta mokvetet ver xvdebit rom chempionatma azri dakarga daaabrunet zesta daabrunet
Kaxa
16:39 17-03-2016
0
დააბრუნეთ სიჭის და რეზის ხუშტურების გამო უსამართლოდ დასჯილი ზესტა!
bagrati
16:10 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული